ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ გმობს ძალადობას მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას.
კალასი აღნიშნავს, რომ „ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯს ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება.
„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით, რომელიც ევროპულ მომავალს გულისხმობს.
ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობასა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, არ გააგრძელონ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და გამოიწვიონ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა.
ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება”, – წერს კალასი X-ზე.