კალასი: EU მზადაა, გადაიბაროს ლიდერობა უკრაინის მხარდაჭერაში, თუ აშშ-ს ამის სურვილი აღარ ექნება

პუბლიკა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად იქნება უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე ლიდერობა გადაიბაროს, თუ შეერთებულ შტატებს აღარ ექნება ამის სურვილი.

„მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სხვა წევრი და, იმედია, შეერთებული შტატებიც, მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა“, – თქვა კალასმა AFP-ს ცნობით.

„ევროკავშირი ასევე მზად არის გადაიბაროს ლიდერობა, თუ შეერთებულ შტატებს არ იქნება ამის სურვილი“, – თქვა მან და დასძინა, რომ ამერიკის ინტერესში არაა, რომ რუსეთი იყოს ყველაზე ძლიერი ძალა მსოფლიოში.

კალასის კომენტარები განსხვავდება მისი წინამორბედის, ჯოზეფ ბორელის კომენტარებისგან, რომელმაც შარშან თქვა, რომ „ევროპა ვერ შეავსებს ხარვეზს“, როცა საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება.