საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოკლედ განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია.
მისი თქმით, რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და ძალის გადამეტებული გამოყენება პროტესტის მონაწილეების მიმართ რეგიონში ვითარების გაუარესების სიგნალს იძლევა.
კალასმა ასევე განაცხადა, რომ პროტესტის ყველა მონაწილე, რომელიც დაკავებულია, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია. რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და ძალის გადამეტებული გამოყენება პროტესტის მონაწილეების მიმართ რეგიონში ვითარების გაუარესების სიგნალს იძლევა. პროტესტის ყველა მონაწილე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ცხადია, რომ ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს არ მიდის ევროპის მიმართულებით. ველით, რომ გარკვეული ღირებულებები და ნაბიჯები გადაიდგმება კანდიდატი ქვეყნისგან, როგორიც არის საქართველო. საქართველო ნამდვილად არ დგამს სწორ ნაბიჯებს”, – განაცხადა კაია კალასმა.