ბელარუსში დაკავებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერის მარია კალესნიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.
გამოძიება კალესნიკოვას საქმეზე დაიწყო მუხლით, რომელიც გულისხმობს საჯარო მოწოდებებს ძალაფულების ხელში ჩასაგდებად ან ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივად შესაცვლელად. TUT.BY-ის მიხედვით, ინფორმაციას მისი ადვოკატი ლუდმილა კაზაკი ავრცელებს, რომელმაც პოლიტიკოსი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.
როგორც TUT.BY წერს, მარია კალესნიკოვა ციხეში ბელარუს-უკრაინის საზღვრიდან გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლების იძულების მიუხედავად პოლიტიკოსმა ქვეყანა არ დატოვა და ბელარუსის პასპორტი დახია, რომ ბელარუსიდან გაძევება აეცილებინა თავიდან.
ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის 7 წევრიდან 6 უკვე დაკავებული ან გაძევებულია ქვეყნიდან. ჯერჯერობით თავისუფალი მხოლოდ მეშვიდე წევრი, ნობელიანტი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი რჩება.