კანადამ 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით” აცრის ნებართვა გასცა, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
კანადის ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მესამე კლინიკური ცდების მონაცემებს ეფუძნება.
„დეპარტამენტმა განსაზღვრა, რომ ვაქცინა ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხო და ეფექტიანია”,– აღნიშნავს სამინისტროს მრჩეველი.
კანადას უკვე ავტორიზებული აქვს „ფაიზერის” ვაქცინა 16 წელს ზემოთ ადამიანებისთვის.