Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პირმა, კანადის პროვინცია – ახალ შოტლანდიაში 16 ადამიანი მოკლა. სროლა 12 საათი გრძელდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს არის ქვეყნის ყველაზე საშინელი მასობრივი სროლა ბოლო წლების განმავლობაში.
გარდაცვლილთა შორის იყო ადგილობრივი პოლიციის ერთი ვეტერანი ოფიცერიც. შეიარაღებული პირი 51 წლის სტომატოლოგი გაბრიელ ვორტმანი იყო, რომელსაც თავდასხმის დროს პოლიციის ფორმა ეცვა. მკვლელს საკუთარი მანქანაც პოლიციის მანქანის მსგავსად ჰქონდა შენიღბული. თავდამსხმელი გარდაცვლილია.
„დღეს ახალ შოტლანდიაში დამანგრეველი დღეა და ის გონებაში დარჩება მრავალი წლის განმავლობაში”, – აღნიშნა ლი ბერგერმანმა, ახალი შოტლანდიის პოლიციის მეთაურმა.
დაღუპულთა რიცხვმა 1989 წელს მონრეალის ინციდენტის დროს დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა. მაშინ იარაღით მკვლელმა 15 ქალი მოკლა.