კანადაში, ქალაქ ტამბლერ-რიჯში, სკოლაში შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა.
BBC-ის ცნობით, თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო შემდეგ თავდასხმაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.
გამოცემა წერს, რომ 6 მსხვერპლი სკოლის შენობაში იპოვეს, მეშვიდე საავადმყოფოსკენ გზაზე დაიღუპა, კიდევ ორი გარდაცვლილი იპოვეს ახლომდებარე სახლში. თავდამსხმელის ცხედარიც სკოლაში იპოვეს.
პოლიცია იუწყება, რომ 25 ადამიანმა მიიღო სხვადასხვა მსუბუქი დაზიანება. 2 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებით.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.