კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო მოულოდნელად უკრაინაში, ქალაქ ირპინში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის სტრატკომი ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტრიუდო ირპინში იმისთვის ჩავიდა, რომ საკუთარი თვალით ენახა ის საშინელება, რაც რუსმა ოკუპანტებმა ქალაქს დამართეს.
ირპინის მერი ალექსანრ მარკუშინი აცხადებს, რომ ტრუდო შოკირებული დარჩა, როდესაც ნახა არამხოლოდ დამწვარი სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები.