კანადის პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას

პუბლიკა

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კანადამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას და მთავრობას დაავალა, მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

„უვიზო რეჟიმი კანადასთან: ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინელებისთვის ვიზის გაუქმებას“, –  წერს ცენტრი.

მათვე ცნობით, უკრაინასთან უვიზო რეჟიმის დაწესებას მანამდე კანადის პარლამენტის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა დაუჭირა მხარი.

კანადაში 25 თებერვალს უკრაინელებისთვის ვიზების გაცემა გამარტივდა და დაჩქარდა, 8 მარტს კი შესაძლო უვიზო რეჟიმის შემოღებაზე განხილვა დაიწყო.