კანადური ავიაკომპანიის Air Canada-ს სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 128 ადამიანი იყო მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაშვება მოახერხა.
კომპანიის ინფორმაციით, Boeing 767-ს აფრენიდან მალევე სავარაუდოდ ბორბალი და ძრავი დაუზიანდა. პილოტებმა ავარიული დაფრენის უფლება აფრენიდან 30 წუთში მოითხოვეს. მაგრამ დაფრენის უფლება მას მერე მისცეს, რაც ბოინგმა საწვავის მარაგი დასაშვებ დონემდე დაცალა და შეამცირა აფეთქების რისკი.
თვითმფრინავი მადრიდიდან ტორონტოს მიმართულებით უნდა გაფრენილიყო.