კანცელარიასთან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამართულ აქციაზე დაშავებულ ოპერატორებს, ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მომხდარი გააპროტესტეს.

აქციაზე შეკრებილი ჟურნალისტები მოითხოვენ, რომ დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც გუშინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. „პრაიდის“ წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც. დღის განმავლობაში ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. თავდასხმების შედეგად მედიასაშუალებების 50-მდე თანამშრომელი დაშავდა. შსს-მ გუშინ ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავა.