კანადაში, ჩრდილო ვანკუვერში ერთ-ერთი ბიბლიოთეკის შენობაში კაცი შეიჭრა და ცივი იარაღით ერთი ქალი მოკლა და 6 პირი დაჭრა.
-ის ინფორმაციით, პოლიციას ჰყავს ეჭვმიტანილი, რომელსაც ეძებენ. სამართალდამცველების განცხადებით, ჯერჯერობით თავდასხმის მოტივი უცნობია, შესაბამისად მას არც ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცემია.
თუმცა, ერთ-ერთი მოწმე სტივ მოსოპი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მან მეუღლესთან ერთად დაინახა დაჭრილი ქალი, რომელიც შველას ითხოვდა. შემდეგ კი მათ ბიბლიოთეკის მიმდებარედ, გზაზე დაინახეს თავდასხმის სხვა მსხვერპლებიც. მოსოპის თქმით, მათ დარჩათ განცდა, რომ თავდამსხმელი ყველა იმ ადამიანს დაესხა თავს, ვინც გზაზე შეხვდა.