კანდიდატის სტატუსის არმონიჭება იქნება ცუდი სიგნალი - კობახიძე

პუბლიკა

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის შესაძლო არმინიჭებას, ამ ეფექტს საერთშორისო კუთხით და კითხვას, იქნება თუ არა ეს რუსეთის საჩუქარი, ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი, შარშან ივნისშიც ეს იყო ძალიან ცუდი სიგნალი და წელსაც რომ დავუშვათ ჩვენ ასეთი გადაწყევტილება, ეს იქნება ცუდი სიგნალი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პოზიტიური სიგნალი იქნება გაგზავნილი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, როგორც მოყვრისთვის, ასევე არამოყვრისთვის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კაბახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

მისივე თქმით, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რომ 12 პუნქტის სრულად შესრულებას არც კი მოითხოვს  კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უფრო მეტიც უკრაინას და მოლდოვას უკვე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, მათაც ასეთვე პუნქტები დაუდგინეს მაშინაც თქვეს, რომ ანალოგიურად 75% არის შეუსრულებლობა შესაბამისი პუნქტების, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი, ასეთი მოთხოვნა არც კი დაუყენებია ვინმეს, რომ 100 პროცენტით უნდა შესრულდეს 12-ვე პრიორიტეტი, იმისათვის რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ამის მიუხედავად, ჩვენ დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს.

გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, რისკი, რომელიც დაკავშირებული ამ საკითხთან არის ის, რომ არის 27 ქვეყანა და 27-ვემ სრული კონსენსუსით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, საკმარისია ერთი ქვეყანა დადგეს განზე, რომ ჩვენ უკვე კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება, პოლიტიკური  რისკები ძალიან მაღალია. იმედი დავიტოვოთ, რომ შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით წელს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ თემაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს კობახიძემ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.