კანდიდატის სტატუსის შეჩერებით EU-მ საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს - რინკევიჩი

პუბლიკა

ლატვიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის შეჩერებით საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს.

„თუ ჩვენ არ გავაგზავნით ძალიან მკაფიო, მკაცრ მესიჯს და ჩვენს შეშფოთებას მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავთ, სიტუაცია გაუარესდება“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა საერთაშორისო კონფერენციაზე რიგაში.

ლატვიის პრეზიდენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს საზოგადოების სურვილი, არ დაემორჩილოს გარე გავლენებს, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

მან ხაზი გაუსვა, რომ ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დემოკრატიის პრინციპებს და კანონებს პატივს სცემს.