კანის კინოფესტივალი კორონავირუსის გამო გადაიდო

პუბლიკა

კორონავირუსის გამო შექმნილი გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, კანის კინოფესტივალი 12-23 მაისს აღარ გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის გასამართად რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მათგან ერთ-ერთი თარიღი ივნისის ბოლო და ივლისის დასაწყისია. ორგანიზატორები საბოლოო გადაწყვეტილებას საფრანგეთსა და მსოფლიოში არსებული სიტუაციის მიხედვით მიიღებენ. კანის ფესტივალი სოლიდარობას უცხადებს მათ, ვინც ვირუსს ებრძვის.