კანონი საფრთხეს შეუქმნის ახალგაზრდების მომავალს - Შვედეთის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიმართვა

პუბლიკა

დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების აშენება ქართველი ხალხის ურყევი ნებაა. ევროპული ინტეგრაცია კი ამ მიზნის მიღწევის მთავარი გარანტი. 

დღეს, როდესაც შესაძლებლობა გვაქვს, გადავდგათ ისტორიული ნაბიჯი ევროპულ ოჯახთან დაახლოების გზაზე, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. საყურადღებოა, რომ ღირებულებითი შეუთავსებლობა ხაზგასმით აღინიშნა როგორც ევროკავშირისა და გაეროს, ისე არაერთი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდანაც. 

ეს კანონი პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მედიისა და სამოქალაქო სექტორის თავისუფლებას, მათი თავისუფლება კი დემოკრატიული სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს.

ჩვენ, შვედეთის უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, სწორედ ევროპული დაფინანსების საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა, მიგვეღო განათლება, რომელიც დაგვეხმარება საქართველოში არსებული გამოწვევების გადაჭრასა და დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესში წვლილის შეტანაში. ასეთი კანონი საფრთხეს შეუქმნის ახალგაზრდების მომავალს და ბარიერებს შექმნის მათ მიერ წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღებაში. 

შესაბამისად, მკაცრად ვეწინააღმდეგებით აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მხარი არ დაუჭირონ მას.

7 მარტი, 2023 

Ხელმომწერები

  1. თეკლე მაყაშვილი – უფსალის უნივერსიტეტი – ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, (2022 – 2024 წლები);
  2. გვანცა დანელია –  ლუნდის უნივერსიტეტი – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა (2022 – 2024 წლები);
  3. მარიამ ქასრაშვილი – კაროლინსკას ინსტიტუტი – ჯანდაცვის ეკონომიკის, პოლიტიკისა და  მენეჯმენტისა სამაგისტრო პროგრამა (2022-2024 წლები);
  4. თედო სანიკიძე – ლუნდის უნივერსიტეტი, მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2022-2023 წლები);
  5. გიორგი ორმოცაძე – ლუნდის უნივერსიტეტი, მონაცემთა ანალიტიკის პროგრამა სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი (2022-2024 წლები);
  6. ნიკა ბახსოლიანი გეტებორგის უნივერსიტეტი, სალგრენსკას აკადემია, ჯანდაცვის თანასწორობის სამაგისტრო პროგრამა (2022-2024 წლები);
  7. Რევაზ ჩარკვიანი – გეტებორგის უნივერსიტეტი – “ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა” სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი (2022-2024 წლები);
  8. თამარ იაკობიძე – ლუნდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო განვითარების და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2022-2024 წლები);
  9. მართა თოდუა – ლუნდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო განვითარების და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2022-2024 წლები);
  10. Ნანა ყაჭაშვილი – იანშოპინგის უნივერსიტეტი, გლობალური კვლევების სამაგისტრო პროგრამა  (2022-2024);
  11. მიხეილ ქორქაშვილი – ლუნდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო განვითარების და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2022-2024 წლები);
  12. Მარიამ მდივანი – ლუნდის უნივერსიტეტი, Human Rights Studies, სამაგისტრო პროგრამა (2022-2024)
  13. გიორგი ჯანჯალაშვილი – ლუნდის უნივერსიტეტი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა (2021-2023);
  14. თეონა გელაშვილი – ლუნდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალი (2016-2018);
  15. ნიკა გვაზავა – PhD სტუდენტი, ღეროვანი უჯრედების ცენტრი, მედიცინის ფაკულტეტი, ლუნდის უნივერსიტეტი 
  16. სოფო შუბითიძე – ლუნდის უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (2022-2024) ;
  17. თამაზ სოზაშვილი – გეტებორგის უნივერსიტეტი, ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამა (2021-2023 წლები);
  18. ანა მაღლაფერიძე – ლუნდის უნივერსიტეტი, ევროპული და საერთაშორისო სავაჭრო და საგადასახადო სამართლის სამაგისტრო პროგრამა (2022-2023);
  19. Ნინო ვადაჭკორია – ლუნდის უნივერსიტეტი, Global Studies მეცნიერების მაგისტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (2016-2018 წლები);
  20. ანა მოსიაშვილი – ლუნდის უნივერსიტეტი, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი;
  21. ნათია ქალდანი – ლინშოპინის უნივერსიტეტი, SAYP პროგრამა, 2019   
  22. სალომე კობალავა – ლუნდის უნივერსიტეტი, მედიისა და კომუნიკაციების მეცნიერებები  (2015-2017);
  23. Მარიამ ჩაჩუალუნდის უნივერსიტეტი, SAIP პროგრამა, 2015 წელი;
  24. ქეთევან ეფაძე – ლუნდის უნივერსიტეტი, SAYP პროგრამა, 2017 წელი;
  25. ანა ხუჭუა – VISBY , სტოქჰოლმის უნივერისტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2015-2017);
  26. ლაშა ქავთარაძე – უფსალას უნივერსიტეტი, ციფრული მედია და საზოგადოება, (2016-2018);
  27. გიორგი ჯამბურია – KTH ტექნოლოგიების სამეფო უნივერსიტეტი, მეწარმეობისა და ინოვაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2012-2013);
  28. თეონა იობაშვილიუფსალას უნივერსიტეტი – ბიოქიმიის სამაგისტრო პროგრამა , (2022 – 2024 წლები);
  29. გვანცა გათენაძე – ლინშოპინგის უნივერსიტეტი. ეთნიკურობის და მიგრაციის კვლევები (2021-2023);
  30. ლაშა ლურსმანაშვილი – ლუნდის უნივერსიტეტი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა (2019-2021 წლები);
  31. მაია კომახიძე – ლუნდის უნივერსიტეტი. საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამა (2016-2018);
  32. დავით დოფიძე – ლუნდის უნივერსიტეტი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი (2015-2017);
  33. თენგიზ სამხარაძესამეფო სამედიცინო ინსტიტუტი (KI), ჯანდაცვის ეკონომიკის, პოლიტიკის და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2019-2021 წლები);
  34. ნიკა არევაძე – ლუნდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალი (2018-2020);
  35. ენდი ჭელიძე – სტოქჰოლმის უნივერსიტეტი –  გამოყენებითი სოციალური კვლევების სამაგისტრო პროგრამა (2022-2024);
  36. სალომე ბერძენიშვილი – უფსალას უნივერსიტეტი – კულტურული ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამა (2022-2024)