კანონიერ ქურდებს დედას გიტირებთ, მათ სახეში სილა მოხვდებათ ქართველი ერისგან - ნიკა მელია

პუბლიკა

„კანონიერ ქურდებს დედას გიტირებთ, რადგან პარავთ მომავალს ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ბათუმში გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონიერ ქურდებს ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება მისცა და  მათ ათანამშრომლებს სუს-თან.

„ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ვემზადებით ლავასოღლების დასამარცხებლად და კანონიერი ქურდების და ვიღაცა მზაკვრების. ვერც ერთი კანონიერი ქურდი ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში, ვერც ერთი კანონიერი ქურდი და ვითომ მაფიოზი, პოლიციელის ზურგს ამოფარებული, ვერ გაიმარჯვებს. არ მინდა და არ ვიცხოვრებ იმ ქვეყანაში, სადაც კანონიერი ქურდი და კრიმინალი იქნება პოლიტიკაში; დიახაც, არ იქნება, არ დაბრუნდება 90-იანი წლები, რომელიც დაბრუნდა. ყველა კანონიერ ქურდს სახეში სილა მოხვდება ქართველი ერისგან და სიამოვნებით გავაკეთებ ამას მე, პირადად.

ვიმეორებ, კანონიერ ქურდებს დედას გიტირებთ, რადგან პარავთ მომავალს ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს. აი, ასე მოკლედ და კონკრეტულად; დავეჭიდოთ მაშინ, ვნახოთ, სად არის სიმართლე, კრიმინალების მხარეს არის სიმართლე თუ სიმართლე არის ქართველი ხალხის მხარეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს, ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა სადაც სიტყვით ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოვიდნენ. პარალელურად რუსთავშიც, პენიტენციურ  დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.