რუსული კანონის შეჩერების საკითხს საკონსტიტუციო 29-30 აგვისტოს განიხილავს

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლო არსებით განხილვამდე რუსული კანონის შეჩერების საკითხს გამწესრიგებელ სხდომაზე 29-30 აგვისტოს განიხილავს. საჭიროების შემთხვევაში, სხდომა 31 აგვისტოსაც გაიმართება.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელი შევიდა – პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციისა და ოპოზიციონერი დეპუტატების.

მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლად მიმართა „მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა.

სარჩელის ავტორები დროებითი ღონისძიების გამოყენებას და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რუსული კანონის შეჩერებას მოითხოვენ.

29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ სამივე სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება.