საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსამსახურის აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული რუსულმი კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრების შესახებ.
მათი თქმით, კანონის მიღება ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის. როგორც ბორელის პრესსამსახური აღნიშნავს, კანონის საბოლოოდ მიღებამ, შესაძლოა, სერიოზული შედეგები იქონიოს ევროკავშრისა და საქართველოს ურთიერთობაზე.
„კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებლობს მათი საქმიანობით. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა. მისმა საბოლოო მიღებამ, შესაძლოა, სერიოზული შედეგები იქონიოს ჩვენს შორის ურთიერთობებზე“, – ნათქვამია გარცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით და ახსენებს ხალხის უფლებას, გამართოს მშვიდობიანი პროტესტი”, – აღნიშნულია განცხადებაში.