კანონის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და მათი ხმების ჩახშობა - კარდინი რუსულ კანონზე

პუბლიკა

დღეს, 12 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ანტი-არასამთავრობო ორგანიზაციების კანონებსა და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებზე მსჯელობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში სენატორების კითხვებს უპასუხა.

„ბევრი წლის განმავლობაში, საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ნათელი წერტილი იყო. მიმდინარე აპრილში, მასობრივი პროტესტის მიუხედავად, მთავრობამ მიიღო უცხოური გავლენის რეგისტრაციის შესახებ კანონი, რომელიც ძალაში მიმდინარე შემოდგომაზე შედის.

გასაოცარია, რომ ეს კანონი რუსული კანონის მოდელია. იმის გათვალისწინებით, რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, დაუჯერებელია, რომ ისინი დაადგებოდნენ ამ გზას, რომელიც მთავრობას არასამთავრობოებისა და აქტივისტების მიზანში ამოღების საშუალებას აძლევს. კანონის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და საბოლოო ჯამში, მათი ხმების ჩახშობა, ვინც მთავრობასთან უნისონში არ არიან.

კანონის ინიციატორები და ქართული ოცნების მმართველი პარტია ღიად საუბრობდნენ საკუთარ განზრახვაზე და იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს საკუთარ მტრებად განიხილავენ. […] კონგრესს და განსაკუთრებით, ამ კომიტეტს, აქვს პასუხისმგებლობა, მტკიცედ გადადგას საკანონმდებლო ნაბიჯები იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს ამ კანონის მოქმედებას და მხარი დაუჭიროს მამაც აქტივისტებს, რომლებიც მოწადინებული არიან შეინარჩუნონ დემოკრატია“,- თქვა მოსმენაზე ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა.