კანონზე მაღლა დგას და მის ჯანმრთელობას აყენებენ უფრო წინ, ვიდრე სხვების - ბოკერია ივანიშვილზე

პუბლიკა

„ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც კანონზე მაღლა დგას და რომლის ჯანმრთელობასაც აყენებენ უფრო წინ, ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის ჯანმრთელობას, უფლებებსა და ინტერესს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილისთვის საარჩევნო ყუთის დეზინფექციის ჩატარებაზე.

მისი თქმით, ეს არის საჯარო დემოსტრირება იმისა, რომ სხვების ჯანმთელობასა და უფლებებს სისტემისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

„ეს ყველაფერი ხდება საჯაროდ უტიფრად, არც დაუმალავთ, ისე გვაჩვენეს, როდესაც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სხვების სიცოხლეს, ჯანმრთელობას, უფლებებს, ინტერესებს ფასი იმ სისტემისთვის, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, არ აქვს. ეს ჩვენთვის, ყველასთვის არის შეხსენება, როგორ სახიფათო ზღვარზე არის მისული ვითარება ივანიშვილის გამო და როგორი ეროვნული, ჩვენი ღირსების, უფლებების, მომავლის ინტერესია, რომ ეს კაცი ძალაუფლებას ჩამოვაცილოთ და არასოდეს არ დავუშვათ, რომ ვინმე ასე ექცეოდეს ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა ბოკერიამ.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ბიძინა ივანიშვილმა დღის პირველ ნახევარში გააკეთა თავისი არჩავენი. ის საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. ივანიშვილის დაცვის წევრებმა საარჩევნო ყუთს დეზინფექცია ჩაუტარეს.