კაპიტოლიუმის შენობა „მოჭარბებული საფრთხის“ გამო დაიხურა - BBC

პუბლიკა

აშშ-ში კაპიტოლიუმის შენობა დახურეს მას შემდეგ, რაც გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა დაცვის მიერ აღმართულ ბარიკადს დაეჯახა – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანლი მას შემდეგ დააკავეს, რაც ეცნობათ, რომ მანქანა ორ ოფიცერს შეაჯახეს. მათივე ცნობით, დაშავებული პოლიციელები და ბრალდებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

კაპიტოლიუმის მიმდინარე ქუჩებიც ამ დროისთვის გადაკეტილია „მოჭარბებული საფრთხის“ გამო.

განახლება: ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა. ასევე გარდაიცვალა ბრალდებული, რომელსაც პოლიციის ცნობით, ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მანქანიდან გადმოსულმა დანის ქნევა დაიწყო.

თითქმის 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 6 იანვარს, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. ამ დროს კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. ტრამპის მხარდამჭერები და საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, კონგრესს არ დაედასტურებინა ჯო ბაიდენსი გამარჯვება. მალევე შენობის ევაკუაცია მოხდა. პოლიცია რამდენიმე საათი ცდილობდა წესრიგის აღგენას. შენობაში იყო გასროლაც. შემთხვევას 5 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა.