კაპიტოლიუმზე თავდასხმას 11 სექტემბრის საგამოძიებო კომისიის მსგავსი კომისია გამოიძიებს | პელოსი

პუბლიკა

თეთრი სახლის სპიკერ ნენსი პელოსის განცხადებით, აშშ-ის კონგრესი დამოუკიდებელ კომისიას ჩამოაყალიბებს, რომელიც შეისწავლის კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერთა შეჭრასთან დაკავშრებულ „ფაქტებსა და მიზეზებს“.

პელოსი კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ ახალი კომისია 2001 წლის 11 სექტემბრის საგამოძიებო კომისიის მოდელს უნდა დაეფუძნოს.

დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა ორპარტიული, 11 სექტემბრის საგამოძიებო კომისიის მსგავსი კომისიის შექმნა მოითხოვეს, რათა გამოიძიონ, რატომ ვერ შეძლეს ხელისუფლებამ და სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმზე თავდასხმის შეჩერება.

პელოსის განცხადებით, გამოძიება ასევე შეეხება თავდასხმისას 5 ადამიანის გარდაცვალებას, რომელთა შორისაც პოლიციის ოფიცერიც იყო, მოგვიანებით კი ორმა პოლიციელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.