კარანტინის რეჟიმში მყოფების მატება უცხოეთიდან ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას უკავშირდება – იმნაძე

პუბლიკა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობის ზრდა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას უკავშირდება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

„ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ბრუნდება ახლა ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნიდან.

მოგეხსენებათ, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში, ფრენაც უკვე შეიზღუდა. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად ასწრებენ ქვეყანაში დაბრუნებას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი განკურნებული პაციენტი სახლში დღეს გაწერეს. ექიმების ცნობით, ის 14 დღე თვითიზოლაციაში დარჩება.