კარანტინში მყოფი პირი ნარკოტიკის ფლობის ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ფლობისთვის ბათუმში დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ბათუმში, საკარანტინო ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის – სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას ამოიღეს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.