რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ გასული 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა.
კარასინი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადების მოულოდნელ ტონს სამხრეთ ოსეთთან ახალი ატმოსფეროს შექმნის შესახებ კავკასია და მთელ მსოფლიო დიდი ინტერესით შეხვდა. ამის ბევრი მიზეზი არსებობს.
სულ უფრო მწიფდება აზრი, რომ 2008 წელს სააკაშვილის ავანტიურის შედეგად გამოწვეული მტრობა და კონფრონტაცია უნდა ჩანაცვლდეს გონიერებითა და სტაბილურობით. ბოლო 16 წლის განმავლობაში, საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა. ბევრისთვის ცხადი გახდა მარადიული დაპირისპირების უპერსპექტივობა.
წინასაარჩევნო ატმოსფეროში ამან ფოკუსჯგუფებში მოსალოდნელი სკანდალური ემოციების აფეთქება გამოიწვია, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური პროცესების მშვიდი განვითარებით თავს კომფორტულად არ გრძნობდნენ.
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში არსებული გამწვავება ასევე ხელს აძლევს მათ, ვისთვისაც საქართველოსა და რეგიონში დესტაბილიზაციის შექმნა სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“, – წერს კარასინი „ტელეგრამზე“.