რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, გრიგორი კარასინთან გაზაფხულზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.
„გადაიდო, ამ ვითარებაში არაა მიზანშეწონილი ამ შეხვედრის გამართვა“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი ინფორმაციით, კარასინს ბოლოს ნოემბერში შეხვდა, ბოლო კომუნიკაცია კი ლარსზე ავტომანქანების შეფერხების შესახებ ომის დაწყებამდე ჰქონდა.