რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში FSB-ის ოფიცრებმა ბელარუსის მოქალაქე მოკლეს. – მათი მტკიცებით, ის „ტერორისტულ აქტს” გეგმავდა, კერძოდ, ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას აპირებდა, დაკავებისას კი „წინააღმდეგობა გაუწია“.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, მოკლული „კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის“ წევრი იყო და უკრაინის მხარეს იბრძოდა. მასზე რუსეთში საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
Meduza ადგილობრივ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია 49 წლის აქტივისტზე, რომელიც 2020 წელს ბელარუსში მიმდინარე პროტესტში მონაწილეობდა. მედიის განცხადებით, მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.