კარგ ფრენას გისურვებ, ვოლოდიმირ. ბევრია განსახილველი - ბაიდენი

პუბლიკა

კარგ ფრენას გისურვებ, ვოლოდიმირ… ბევრია განსახილველი,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე დაწერა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკში აშშ-ში გაემგზავრა. დაგეგმილია შეხვედრა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. ასევე, Twitter-ზე დაწერა უკრაინის პრეზიდეტმა, რომ ამერიკისკენ მიმავალ გზაზეა.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, 2021 წლის თებერვლიდან დღემდე ზელენსკის პირველი ვიზიტია ქვეყნის გარეთ. მას უკრაინა ამ პერიოდის განმავლობაში არ დაუტოვებია.