„კარგად მოიქეცით, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავთ" | წულუკიანი „მთავარი არხის" ჟურნალისტს

პუბლიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონის დაკარგვით დაემუქრა.

ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ მინისტრს ჰკითხა, როდის დააბრუნებს ის სამეგრელოში ემა გოგოხიასთვის წართმეულ მიკროფონს. შეკითხვაზე წულუკიანმა უპასუხა, რომ ამას 3 ოქტომბერს გააკეთებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას უკავშირდება 3 ოქტომბერი და კიდევ ერთი დამაზუსტებელი შეკითხვის შემდეგ წულუკიანმა ვაჩიბერაძეს უთხრა:

„თქვენ კარგად მოიქეცით, თორემ ახლა ამ მიკროფონს დაკარგავთ“.