„კარგი, მაშინ მოიქეცით ევროპულად, რათა შეასრულოთ შესაბამისი ვალდებულებები – ეს გზავნილი მიმართულია ყველას მიმართ, ვისაც ამის გაკეთება ევალება“, – ასეთი კომენტარი დატოვა ევროპალრამენტარმა, მაიკლ გალერმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ფეისბუქპოსტის ქვეშ..
აღნიშნულ პოსტში ბოჭორიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს წარადგენს.
„საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა.
მისი თქმით, განაცხადის შეტანა 2024 წელს იყო გათვალისწინებული, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.