კარგია, რომ ენმ არ იქნება ამ ვიზიტში, ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა - კობახიძე

პუბლიკა

„მე მგონია, იდეალურად ლაგდება ყველაფერი, იდეალურია, როდესაც მრავალპარტიულია და ამავე დროს, კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადეგენელი არ იქნება ამ ვიზიტში“, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში გასამგზავრებელი დელეგაციის დაკომპლექტებას.

კობახიძის თქმით, ლოგიკურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის „ომის პარტია“, არ უნდა იყოს „ქართულ ოცნებასთან“ და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტში წარმოდგენილი.

მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო, რადგან დღეს ისაა ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც უკრაინასთან მიმართებით ხელისუფლების შესახებ „ფეიქს“ ავრცელებს.

„მოხდა კიდევ ერთხელ ლუსტრაცია, „ომის პარტია“ უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა, ეს არის სიმბოლური, ლოგიკური და ძალიან კარგი“, – განაცხადა კობახიძემ.