კარგია, რომ პროპორციული მოდელი არ შემოვიდა - თეა წულუკიანი

პუბლიკა

ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება ძალებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, ისინი არიან, როგორც თავად ამბობენ, იმედგაცრუებული. მე პირიქით ვარ, საპირისპირო აზრზე, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელზეც ყოველთვის ვიყავი და ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, რათა პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში. ეს სისტემა უნდა იყოს შენარჩუნებული. შესაბამისად, ის, რომ მოდელი ვერ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, არის იმის გარანტია, 2020 წლის არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღებთ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიის შენობის წინ ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.