კარლ ჰარცელი ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი  მწუხარებას გამოთქვას „TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ჰარცელი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ უჭერს მხარს მედიისა და შეკრების თავისუფლებას.

„ ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას“, – ნათქვამია კარლ ჰარცელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„tv პირველის“ ოპერატორს გიორგი ლაშქარავას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გიორგი ლაშქარავამ მიიღო ფიზიკური დაზიანება და ის 5-დან 8 რიცხვამდე საავადმყოფოში იმყოფებოდა. დღეს, 11 ივლისის დილით გიორგი ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.