კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის და საქართველოში EU-ს დელეგაციას უხელმძღვანელებს

პუბლიკა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა დაასახელა ევროკავშირის 31 დელეგაციის ხელმძღვანელთა კანდიდატურა, რომლებიც ოფიციალურად მასპინძელი ქვეყნებიდან შესაბამისი შეთანხმებების მიღების შემდეგ დაინიშნებიან.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას პაველ ჰერჩინსკი უხელმძღვანელებს, ის კარლ ჰარცელს ჩაანაცვლებს, რადგან მოქმედ ხელმძრვანელს უფლებამოსილების ვადა ეწურება.

ჰერჩინსკი ამჟამად ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატს ხელმძღვანელობს. იქამდე კი იყო პოლონეთის წარმომადგენელი პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში.