საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს. მაგრამ როგორც ის ამბობს, პასუხი ამ მდრომდე არ მიუღიათ.
დახმარების საკითხთან დაკაშირებით ანდრეი კასიანოვის ვრცელ კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში – გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, – კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში – მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, – განაცხადა კასიანოვმა.
ანდრეი კასიანოვმა დღეს სალეჩოში წლის შემაჯამებელ ბრიფინგი გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
ამ საკითხთან დაკავშირებით „პუბლიკა“ ცდილობს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას.