კასპის მუნიციპალიტეტში ბუღამ 18 წლის ბიჭი მოკლა

პუბლიკა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში 18 წლის ბიჭს ბუღა დაესხა თავს და მოკლა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.