„ჩემი მოღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, „ხელისუფლებას“ ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში“ – ეს მიმართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდით ვრცელდება.
სააკაშვილი სასამართლოში მიყვანას მოითხოვს, „რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე“. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?“ – ამბობს იგი.
მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 1 ოქტომბერს დააკავა, თუმცა ამ დრომდე არ მართავენ სასამართლო პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ სამი საქმის წარმოება მიმდინარეობს.
სააკაშვილი 22-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.