კატეგორიულად ვგმობ ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფას.

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, კატეგორიულად გმობს ირაკლი კობახიძის საქციელს.

„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!” ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს”, – წერს ის.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა. ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტები შეკითხვებს უსვამდნენ. მან  „მთავარი არხის“ შეკითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი და სექსისტური ფრაზებით მიმართა.