კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით პრორუსულ განწყობას, ინიციატივებს თუ კანონებს

პუბლიკა

სტუდენტების მოთხოვნის შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობას, ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ საქართველოს სუვერენიტეტს.

„ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო,

პოზიცია უცვლელია – ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა და ეს არაა ახალი არავისთვის, ვისაც მცირედით მაინც ჰქონია კავკასიის უნივერსიტეტთან შეხება.

უნივერსიტეტი ყოველთვის იქაა, სადაც ხართ თქვენ. ეს კავშირი მუდმივია, რადგან თქვენ ქმნით კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიას.

კავკასიის უნივერსიტეტი მტკიცედ დგას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ერთგულებაში და ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობას, ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“, – ნათქვამია განცხადებაში.