„კაწროს" საქმეზე გვარამიამ ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია - ქარტიის გადაწყვეტილება

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი – სიზუსტე დაარღვია.

ქარტიის განცხადებით, გვარამიას წინააღმდეგ ქარტიას ნათია რუხაიამ მიმართა. მხარე სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი შესაძლოა, ავთანდილ ბილანიშვილი ყოფილიყო.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

ქარტიის ცნობით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.