კაზრეთში საჯარო სკოლის თანამშრომელს უცნობი კაცი თავს სამართებლით დაესხა

პუბლიკა

დაბა კაზრეთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერს, ფიქრია ეპიტაშვილს უცნობი კაცი თავს სამართებლით დაესხა.

როგორც მისმა მეგობარმა, ნატა ცნობილაძემ „რადიო თავისუფლებას” უთხრა, შემთხვევა 11 დეკემბერს, დღის საათებში მოხდა.

გამოცემასთან ცნობილაძე ამბობს, რომ თავდამსხმელმა ფიქრია ეპიტაშვილს სახე დაუზიანა.

ნატა ცნობილაძის თქმით, სკოლისკენ მიმავალ ფიქრია ეპიტაშვილს შავ ტანსაცმელში ჩაცმული თავდამსხმელი უკნიდან მიეპარა, მისკენ შემოატრიალა და დაზიანებები მიაყენა.

თავდამსხმელს კაპიუშონი ეფარა და ხელთათმანები ეკეთა, სახე დაფარული არ ჰქონია. მეგობრის თქმით, ფიქრია ეპიტაშვილმა მისი სახე დაინახა, თუმცა, ამ ადამიანს არ იცნობს და მანამდე არასოდეს უნახავს.

“უკნიდან მიადგა შავებში ჩაცმული ადამიანი, მოატრიალა, სახეზე დაუსვა სამართებელი და თან მიაძახა: “გაა*ვი ევროპაში შენნაირ აგენტებთანო””. – უყვება „რადიო თავისუფლებას” ნატა ცნობილაძე.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.