უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.
4 ოქტომბრიდან ასევე აღდგება სწავლა საჯარო და კერძო ბაღებში.
„რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ უფლება ეძლევათ რომ სწავლა გაანახლონ დასწრებულ ფორმატში, ანუ აუდიტორიებში, გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროსთან შეთანხმებით.
ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწვენით დაცული, სიახლე არის ის რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუციელები იქნება პირბადის ტარება“,- განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.