კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე | სააპელაციომ ძალაში დატოვა ბექა ჯაიანის უვადო პატიმრობა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კესარია აბრამიძის გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, უცვლელად ძალაში დატოვა.

2025 წლის 16 აპრილის განაჩენით, პირველმა ინსტანციამ მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, დიდ დიღომში, ბრალდებულმა გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით განსაკუთრებული სისასტიკით, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა კესარია აბრამიძეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად სცემდა კესარია აბრამიძეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია”, – წერს პროკურატურა.