ევროპარლამენტის წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას Twitter-ზე ეხმაურება.
„მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას, როგორც კეთილსინდისიერ ნაბიჯს დაძაბულობის შემცირებისკენ. მოვუწოდებ ყველა მხარეს ერთობლივად იმუშავოს 8 მარტის შეთანხმების აღსასრულებლად”, – წერს ევროპარლამენტარი.
I welcome the pardon of Ugulava & Okruashvili as a step taken in good faith towards diffusing tensions. I call on all sides to work together on the implementation of the 8/03 agreement & look forward to further disc. once the state of emergency is lifted.https://t.co/lMyftW1Cwz
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) May 15, 2020
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ მან განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.