ყველა დამესია და მისწორდებოდა ფიზიკურად – ლევან ხაბეიშვილი

პუბლიკა

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„მე გადადებული მაქვს მთელი ჩემი ცხოვრება ბიძინა ივანიშვილთან, კალაძესა და მთელ ამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. ვინმეს თუ ჰგონია, რომ მომერია ჯანით, მაგრამ ესეც უნდა ვთქვა, ერთი ერთზე ვერ მერევიან, ეგეთი მაგარი ბიჭები ვერ არიან. ათნი მერევიან კი, 10, 15 და მარტო თუ ვარ, დამესევიან.

თვალზე რატო დამარტყეს? წიხლებით რატო შემდგნენ, რა იყო მათი მიზანი? –  როგორ დავიცავი და გავბედე, დამლაგებლებს რომ აქვთ 8 ლარი ანაზღაურება, როგორ გავბედე და როგორ ვთქვი ეს ერთ-ერთ ეთერში, ანუ პოლიტიკური განცხადების გამო, იმისთვის, რომ ვთქვი, ეს არასწორია.

ყველამ გადაიღო. ტელევიზია იქ იყო აბსოლუტურად ყველა დამესია და ყველა მისწორდებოდა ფიზიკურად. ყველანი, ეს ლაჩრები, წიხლებით, ერთი და ორი კი არა, ყველა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, თავი, ხელი და ფეხი კი არა ოჯახი მაქვს გადადებული და ვიბრძოლებ ბოლომდე. ახლა შეიძლება დამაჩნდეს რაღაც სახეზე და კალაძე ბედნიერი იქნება ამით. გაუხარდა, რომ ხაბეიშვილს თვალი დაუზიანეს მაგრამ მორალური უპირატესობა არის ჩვენ მხარეს. ეს მარტო მე კი არ დამარტყეს, დაარტყეს ყველას, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი“, – ამბობს ხაბეიშვილი.