ხაბეიშვილი წულუკიანს: თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - „ჯალა-თია“

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის შესახებ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საბჭოთა ჯალათობა ოჯახური ტრადიციაა. ძალიან ცოტა დრო გრჩებათ ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია – ჯალა-თია, “- თქვა მან.

ლევან ხაბეიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ენმ მზად არის გელათთან დაკავშირებით მსოფლიოს საუკეთსო ექსპერტები და სპეციალისტები ჩამოიყვანოს.

„მათ შორის ამას ვუზრუნველვყოფთ ფინანსურად, რომ გადავარჩინოთ გელათი ის ნაწილი, რაც ამ დრომდე ვერ გაანადგურა, ქალბატონმა ჯალა-თეამ, “- თქვა ხაბეიშვილი.