ხაბეიშვილის თქმით, სამგორში მისი საარჩევნო შტაბი დაარბიეს

პუბლიკა

ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის თქმით, სამგორში მისი საარჩევნო შტაბი დაარბიეს. როგორც ის ამბობს, შტაბის მინები ქვებით არის ჩამტვრეული.

„ეს არის ქვა, რომლითაც „ქართული ოცნება” საარჩევნო კამპანიის ჩატარებას აპირებს, ქვის ხანაში აპირებს ჩვენს დაბრუნებას, ეს არის ქვა, რომლითაც გაუსწორდნენ ჩვენ საარჩევნო შტაბს”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

„პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამსართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებასა ან განადგურებას.