დღეს მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ქართულ პოლიტიკაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
“იწვა, რამდენიმე წუთი წამოდგა, თავბრუ დაეხვა და დაწვა. საუბარი, ძირითადად შეეხო ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლის საკითხს. ასევე – როდის მივმართავთ სასამართლოს და რა ვადებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება პოლიტიკას, ტრადიციულად, ჩართული ჰქონდა უკრაინული არხები. ქართულ არხებს არ ადევნებს თვალს. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ, როცა ვიყავი, რომ ვკითხე ქართული არხი სად არისო, მე არ ვიცი პულტზე მაგის მოძებნა და თუ მოძებნით, უყურეო.
ის აღარ ინტერესდება ქართული პოლიტიკით. მე გავაგებინე რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება. როდესაც შევდივარ, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ მოვლენებს მე ვაგებინებ. უკრაინის პოლიტიკასთან დაკავშირებით საქმის კურსშია“. – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
დღეს მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად შევიდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე. მედიის ინფორმაციით, სააკაშვილი პოლიტიკაში მის მონაწილეობაზე განცხადების გავრცელებას გეგმავს.