„სამწუხაროდ, სამარცხვინოდ, მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს და ჟრიამული აქვთ ატეხილი“, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სდომაზე განაცხადა.
„დღეს სოლიდარულები ვართ იმასთან დაკავშირებით რაც ხდება უკრაინაში, ხალხი იღუპება და იბომბება მთელი უკრაინა, კიევი. სამწუხაროდ, სამარცხვინოდ, მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ მართავენ კონცერტებს და ჟრიამული აქვთ ატეხილი. ეს მაგონებს 2008 წლის შემდეგ, როდესაც თბილისში გამოიყვანეს ხალხი და მიშა, მიშა აძახებინეს“. – თქვა მან.
შაბათს, 26 თებერვალს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს აპროტესტებდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს“, „უკრაინაში ჩასვლა – ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და „მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს“, თბილისში რამდენიმე აქცია დაიგეგმა.
საპროტესტო აქციის შემდეგ გაიმართა უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია-კონცერტი.